1 დღე პარტიულ ყრილობამდე - „ნაციონალურ მოძრაობა თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის არჩევის წესს ცვლის. სიახლეა საწევრო გადასახადიც. ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, წევრები საწევრო შენატანს გადაიხდიან და ამ გზით პარტიას ფინანსურად დაეხმარებიან. საუბარია აპლიკაციაზეც. პარტიაში ამბობენ, რომ ეს მოდელი შესაძლებლობას შექმნის წევრებმა პარტიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. მართვის რეფორმის განხორციელება პარტიას შიდა დაპირისპირების ფონზე უწევს.