თბილისში ბინებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ამ წლის ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 36%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, წელს საანგარიშო პერიოდში დედაქალაქში 4 503 ბინა გაიყიდა, 2025 წლის ივნისში კი ტრანზაქციების რაოდენობამ 3 311 შეადგენა. „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, მოთხოვნის ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა მეორად ბაზარზე, 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ყოველთვიურ ნიშნულს მიაღწია. რაც შეეხება პირველად ბაზარს, კვლევაში ნათქვამია, რომ ფასმა პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით ზრდა განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე შემცირდა, რაც აპრილის მკვეთრი ზრდის შემდეგ სტაბილიზაციაზე მიუთითებს. რაც შეეხება ფასებს, წლიურად 5.9%-იან ზრდას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, შარშან ივნისში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 338 დოლარი იყო, ხოლო 2026 წლის ივნისში 1 417 დოლარს მიაღწია.