ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავი 36,4%-ით, ხოლო ბენზინი 23%-ით გაძვირდა - Palitra News

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავი 36,4%-ით, ხოლო ბენზინი 23%-ით გაძვირდა

2026-08-04 14:15:35+04:00

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავი 36,4%-ით, ხოლო ბენზინი 23%-ით გაძვირდა. ამ წლის ივლისში, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, ივლისში საბაზო ინფლაცია 3.8% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია – 3.5%. სტატისტიკის მიხედვით, ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის გვხვდება ასევე ბოსტენეულის, ბაღჩეულისა და ხილის წალკეული სახეობა, ასევე ბეჭდური პერიოდული გამოცემები, ჟურნალი და გაზეთი. სასაქონლო ჯგუფებს თუ გადავავლებთ თვალს, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, სადაც ფასები თითქმის 5%-ით გაიზარდა. მათ შორის, ერთი წლის განმავლობაში თევზეული გაძვირებულია 18.2%-ით, ხორცი და ხორცპროდუქტები 9.2%, პური და პურპროდუქტები 8.1%-ით, ზეთი და ცხიმი 7.6%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 4.2%-ით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები ზოგადად გაზრდილია 14.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.66 პროცენტული პუნქტით აისახა. მათ შორის ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 20.1%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე 10.8%-ით.