მიკროსაფინანსოებში მოქალაქეებს 1 მილიარდ 600 მილიონი ლარის ძვირფასეულობა, 362 მლნ-ის ავტომობილი და დაახლოებით 123 მლნ ლარის უძრავი ქონება აქვთ დალომბარდებული - Palitra News

მიკროსაფინანსოებში მოქალაქეებს 1 მილიარდ 600 მილიონი ლარის ძვირფასეულობა, 362 მლნ-ის ავტომობილი და დაახლოებით 123 მლნ ლარის უძრავი ქონება აქვთ დალომბარდებული

2026-08-04 14:18:46+04:00

მიკროსაფინანსოებში მოქალაქეებს 1 მილიარდ 600 მილიონი ლარის ძვირფასეულობა, 362 მლნ-ის ავტომობილი და დაახლოებით 123 მლნ ლარის უძრავი ქონება აქვთ დალომბარდებული. ამის შესახებ ეროვნული ბანკისთვის, მისო-ების მიერ წარდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა. ანგარიში ასევე ცხადყოფს, რომ დალომბარდებული ორქროს ნივთების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ასე მაგალითად, 2024 წლის იგივე პერიოდში მოქალაქეებს თუ ლომბარდში ჩადებული ჰქონდათ დაახლოებით 900 მილიონი ლარის ძვირფასეულობა, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა უკვე 1 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. მოგეხსენებათ, რომ სალომბარდო სესხი ძვირი ფულის სესხების მარტივი გზაა, ამიტომ ადამიანები სალომბარდე სესხებს როგორც წესი უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგებიდან ჩანს, რომ ჯამში მიკროსაფინანსოების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულია 2 მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის სესხი, თანაც იმ პირობებში, რომ 1 მილიარდ 600 მილიონი ლარის მხოლოდ ოქროს ნივთები აქვთ მათგან გირავნობაში ჩადებული, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ დაახლოები 20,5 მილიონი ლარის სესხი.