ვიქტორ ყიფიანი - გვჭირდება ფართო სამოქალაქო თანხმობა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე და ერთობა სამართლიანი არჩევნებისთვის - Palitra News

ვიქტორ ყიფიანი - გვჭირდება ფართო სამოქალაქო თანხმობა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე და ერთობა სამართლიანი არჩევნებისთვის

2026-08-04 14:59:44+04:00

ხვალინდელი დღე უნდა იყოს ყველასი - გვჭირდება ფართო სამოქალაქო თანხმობა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე და ერთობა სამართლიანი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველოს” თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისი თქმით, “ჯერ საქართველოს” გუნდის ხედვით - ის, თუ როგორი უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, პირველ რიგში ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია.

„ეს არ ნიშნავს, რომ კანონმა არ უნდა იკანონოს ან რომ კონკრეტული საკითხები სათანადოდ არ უნდა იქნას გამოძიებული, უბრალოდ, უკეთეს მომავალს პოლიტიკური ვენდეტით ვერ მივიღებთ.

ეს პროცესი ქვეყნის შიგნით უნდა წარიმართოს და მთავარი არბიტრი უნდა იყოს ქართველი ერი. ამისთვის კი გვჭირდება ფართო სამოქალაქო თანხმობა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე და ერთობა სამართლიანი არჩევნებისთვის, რათა თავად ეს სამოქალაქო-პოლიტიკური ერთობა იქცეს ალტერნატივად“, - აცხადებს ყიფიანი.