თურქეთის საგარეო უწყება რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს - Palitra News

თურქეთის საგარეო უწყება რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

2026-08-04 15:01:34+04:00

თურქეთის საგარეო უწყება რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შავ ზღვაში, რუსეთის ნოვოროსიისკის პორტის მახლობლად თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შემთხვევას გამოეხმაურა.

უწყების განცხადებით, ანკარა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე იერიშებით სერიოზულად შეშფოთებულია.

შეგახსენებთ, თურქული სატვირთო გემი ნოვოროსიისკიდან სამსუნის პორტში მიცურავდა, როდესაც მასზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის 3 წევრი დაშავდა.