ირაკლი კობახიძე ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო - Palitra News

ირაკლი კობახიძე ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

2026-08-04 15:51:11+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები, რის შემდეგაც გზის მშენებლობა დაიწყება. მთავრობის წარმომადგენლები ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებსაც გაეცნენ. პროექტის ფარგლებში მეწყრული უბნის აღდგენა და გზის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დამცავი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.