„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის 11 აგვისტოს, ქალაქ სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს მოხდა, გამოძიება განახლდა. როგორც ნიკა მელიას ადვოკატი ბექა კვინიკაძე აცხადებს, გამოძიება თავის დროზე ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა პროკურატურამ ბრალის კვალიფიკაცია გადააკვალიფიცირა და გამოძიება საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლის მუხლით გაგრძელდა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნიკა მელია დაახლოებით 2 კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა.