მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - Palitra News

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2026-08-04 15:54:20+04:00

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მათ შორის არიან თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, სომხეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.