„ნაციონალური მოძრაობა ხვალ ჩანიშნულ ყრილობაზე , მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას აანონსებს. ერთ-ერთი სიახლე ნაციონალურ მოძრაობის ახალ აპლიკაციას ეხება, რომლის მეშვეობითაც პარტიის რიგითი წევრები ყოველთვიურად შემოწირულების სახით გადაიხდიან საწერვო გადასახადს და მონაწილეობას მიიღებენ პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევის საკითხს, კანდიდატების ვინაობა ცნობილი არ არის. მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კოლეგების მიერ ჩატარებული ყრილობით უკმაყოფილოა, დანარჩენი კოლეგები კი პირიქით ბოკუჩავას დესტრუქციაში ადანაშაულებენ.