ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - სეუტას ანკლავიდან მაროკოში 70 ათასი მიგრანტი დაბრუნდა - Palitra News

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - სეუტას ანკლავიდან მაროკოში 70 ათასი მიგრანტი დაბრუნდა

2026-08-04 19:55:34+04:00

სეუტას ანკლავიდან მაროკოში 70 ათასი მიგრანტი დაბრუნდა. ამის შესახებ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით 72 ათასი მიგრანტიდან, რომელიც სეუტაში შეიჭრა, 70 ათასი უკვე მაროკოში დაბრუნდა. გრანდე-მარლასკას თქმით, ქვეყნები „კონსტრუქციულები“ იყვნენ და დააფასეს ესპანეთის დაუყოვნებლივი რეაგირება.

მან აღნიშნა, რომ ესპანეთი დარჩენილი პირების სტატუსის გარკვევის პროცესშია და მიგრანტები, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ გააჩნიათ, მაროკოში დაბრუნდებიან.