ნიკა მელიაზე სამტრედიაში მომხდარი თავდასხმის საქმეზე გამოძიება განახლდა - Palitra News

ნიკა მელიაზე სამტრედიაში მომხდარი თავდასხმის საქმეზე გამოძიება განახლდა

2026-08-04 20:36:48+04:00

2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ნიკა მელიას საქმეზე გამოძიება განახლდა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ადვოკატის, ბექა კვინიკაძის ინფორმაციით, საქმე თავდაპირველად ძალადობის მუხლით იყო დაწყებული, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ კვალიფიკაცია შეცვალა და გამოძიება საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობით ხელის შეშლის მუხლით გააგრძელა. ადვოკატის განცხადებით, მელია დაახლოებით ორი კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გამოიკითხა.