„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე პარტიული რეფორმების ახალ პაკეტს წარადგენს. დაგეგმილი ცვლილებებიდან ერთ-ერთი ეხება ახალი აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც წევრები ყოველთვიურ საწევრო შენატანს გადაიხდიან და პარტიის საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. პარტიის თავმჯდომარეს კი პირველ ეტაპზე არ აირჩევენ. ამის ნაცვლად, ექვსი თვის ვადით გარდამავალ საბჭოს ჩამოაყალიბებენ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უხელმძღვანელებს. მიმდინარე პროცესებს ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.