25 ივლისს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად, „იმერეთის“ გადამცემ ხაზზე ავარია დასახელდა - Palitra News

25 ივლისს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად, „იმერეთის“ გადამცემ ხაზზე ავარია დასახელდა

2026-08-04 20:39:41+04:00

25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარია იყო. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომისიამ სისტემური ავარიის მიზეზების შესწავლა უკვე დაიწყო. გამოძიება მოიცავს ქსელის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ხარვეზების გამოვლენასა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას. სემეკის პირველადი შეფასებით, ქსელში განვითარებული პროცესები შესაძლოა ენგურჰესის აგრეგატების მიერ სიხშირისა და ძაბვის არასათანადო რეგულირებას უკავშირდებოდეს, რამაც ელექტროსისტემაში რყევები გამოიწვია.