აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პერსპექტივაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას განსხვავებული შეფასებები აქვთ - Palitra News

აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პერსპექტივაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას განსხვავებული შეფასებები აქვთ

2026-08-04 20:41:29+04:00

აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პერსპექტივა კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი დიაზის დანიშვნის შემდეგ, ხელისუფლება და ოპოზიცია არსებულ ვითარებას ერთმანეთისგან განსხვავებულად აფასებენ. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული კურსის გაძლიერების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობებისგანახლებისთვის მზად არიან და პროცესის მიმართ პოზიტიური მოლოდინი აქვთ.