ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის ანტირუსულ რიტორიკაზე პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა - Palitra News

ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის ანტირუსულ რიტორიკაზე პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა

2026-08-04 20:43:28+04:00

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურმა ძალებმა მკვეთრი ანტირუსული რიტორიკა მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში ომის განახლების შემდეგ გაააქტიურეს. მისივე შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსგავსი დამოკიდებულება არ გამოვლენილა და მაშინ ეს თემა ოპოზიციის დღის წესრიგში არ იდგა. კობახიძე მიიჩნევს, რომ ანტირუსული განცხადებების გააქტიურება გარე ინტერესებს უკავშირდება და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ რატომ გახდა ეს რიტორიკა აქტუალური უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. პრემიერის განცხადებას პოლიტიკური მხარეები უკვე აფასებენ.