მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე გააძევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაძევებულთა შორის არიან თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, სომხეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს საქართველოში ხელახლა შემოსვლა კანონით განსაზღვრული ვადით აეკრძალა.