ნოვოროსიისკთან თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - Palitra News

ნოვოროსიისკთან თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

2026-08-04 20:48:01+04:00

შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის მახლობლად, თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, იერიშის შემდეგ კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემ „ნადეჟდაზე“ ხანძარი გაჩნდა. გემი ნოვოროსიისკიდან სამსუნის პორტისკენ მიემართებოდა. ეკიპაჟის 22 წევრი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული და ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს.