„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობას ჩაატარებს - რა ცვლილებებია პარტიაში დაგეგმილი - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობას ჩაატარებს - რა ცვლილებებია პარტიაში დაგეგმილი

2026-08-05 10:15:09+04:00

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობას ჩაატარებს, რომელზეც ორგანიზაციული რეფორმების ახალ პაკეტს წარადგენენ. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც წევრები საწევრო შენატანებს გადაიხდიან და პარტიულ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევენ. მის ნაცვლად, 6 თვის ვადით გარდამავალი საბჭო დაკომპლექტდება, რომელიც პარტიას მართავს. უცნობია, დაესწრება თუ არა ყრილობას პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა. მიმდინარე პროცესებს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც აქტიურად განიხილავენ.