რატომ გაითიშა საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია 25 ივლისს - Palitra News

რატომ გაითიშა საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია 25 ივლისს

2026-08-05 10:15:28+04:00

25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომისიამ უკვე დაიწყო სისტემური ავარიის მიზეზების შესწავლა. გამოძიების ფარგლებში ქსელის ტექნიკურ მდგომარეობას შეაფასებენ, ხარვეზებს გამოავლენენ და პრევენციულ ღონისძიებებს დაგეგმავენ. სემეკის პირველადი შეფასებით, ავარია შესაძლოა ენგურჰესის აგრეგატების მიერ სიხშირისა და ძაბვის არასათანადო რეგულირებას უკავშირდებოდეს, რამაც ენერგოსისტემაში რყევები გამოიწვია. საკითხზე საკუთარი მოსაზრება ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს.