ვინ მიიღებს სკოლის ფორმებს უფასოდ - Palitra News

ვინ მიიღებს სკოლის ფორმებს უფასოდ

2026-08-05 10:17:29+04:00

მთავრობის დადგენილებით, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ნაწილისთვის სასკოლო ფორმები უფასოდ გაიცემა. პროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები, მინდობით აღზრდაში მყოფი და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები არასრულწლოვნები, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებისა და თბილისის ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, ასევე საქართველოში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები, რომლებმაც განათლების მიღება სამშობლოში ვეღარ შეძლეს. განათლების სამინისტროს წესის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარს დადგენილი ნიმუშის ფორმა გადაეცემა. ბიჭები ერთ პიჯაკსა და ორ შარვალს, ხოლო გოგოები ერთ პიჯაკს, ერთ შარვალსა და ერთ ქვედაკაბას მიიღებენ.