რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სულ მცირე 12 დაშავდა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ობოლონსკის, დესნიანსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში საწყობები იწვის. გოლოსიევსკის რაიონში მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს კვლავ ეძებენ. ამავე ტერიტორიაზე გრძელდება სამუშაოები ამიაკის გაჟონვის ადგილზე. წინასწარი მონაცემებით, დაზიანდა ავზი, რომელშიც დაახლოებით 300 ლიტრი ნივთიერება ინახებოდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.