რუსების მიერ კიევის ოლქში რკინიგზის სადგურზე დარტყმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

რუსების მიერ კიევის ოლქში რკინიგზის სადგურზე დარტყმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა

2026-08-05 11:52:46+04:00

რუსების მიერ კიევის ოლქში რკინიგზის სადგურზე დარტყმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა კიევის ოლქში, ბროვარის რაიონში მდებარე კვიტნევას რკინიგზის სადგურს დაარტყეს.

ბროვარის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბიგუნმა განაცხადა, რომ რუსეთმა დარტყმა მაშინ განახორციელა, როდესაც ადამიანები პლატფორმაზე მატარებელს ელოდებოდნენ.

„ღამით მატარებელმა ოდნავ დააგვიანა და ადამიანებმა ბოლო მატარებელზე ასვლა ვერ მოასწრეს. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - აღნიშნა ბიგუნმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გასულ ღამეს, კიევსა და კიევის ოლქზე რუსების მასშტაბური თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა.