ირაკლი ფავლენიშვილი - დროებით მმართველობით ორგანოში შევლენ პარტიის ლიდერები, ასევე იქნება „რეფორმების საბჭო” ნანუკას მონაწილეობით - გარდამავალ პერიოდში ორიენტირებულები ვხდებით რეფორმებზე, 6 თვის შემდეგ კი ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები - Palitra News

ირაკლი ფავლენიშვილი - დროებით მმართველობით ორგანოში შევლენ პარტიის ლიდერები, ასევე იქნება „რეფორმების საბჭო” ნანუკას მონაწილეობით - გარდამავალ პერიოდში ორიენტირებულები ვხდებით რეფორმებზე, 6 თვის შემდეგ კი ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები

2026-08-05 12:20:20+04:00

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ყრილობა იმართება. არის გარდამავალი პერიოდი, ცვლილებები, რეფორმები უნდა განხორციელდეს. ამაზე პასუხისმგებელი იქნება მათ შორის დროებითი მმართველობითი ორგანო, რომელიც შეიქმნება პარტიაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყრილობაზე აირჩევიან საბჭოს წევრები და 6 თვის შემდეგ ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები პირდაპირი გზით.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ყრილობა იმართება. არის გარდამავალი პერიოდი, ცვლილებები, რეფორმები უნდა განხორციელდეს. ამაზე პასუხისმგებელი იქნება მათ შორის დროებითი მმართველობითი ორგანო, რომელიც შეიქმნება პარტიაში. დროებით მმართველობით ორგანოში შევლენ პარტიის ლიდერები. მათ შორის იქნება "რეფორმების საბჭო" ნანუკას მონაწილეობით, რომელიც ასევე იქნება ძალიან აქტიური. ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ ორიენტირებულები ვხდებით რეფორმებზე, ამ ყრილობაზე აირჩევიან საბჭოს წევრები და საბოლოო ჯამში, 6 თვის შემდეგ ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები პირდაპირი გზით... ჯერ აირჩევიან საბჭოს წევრები და საბჭოს წევრები უკვე აირჩევენ დროებით თავმჯდომარეს”, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ყრილობა გაიმართება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები 15:00 საათზე შეიკრიბებიან.