ქუთაისის ავტობანზე, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა - არის მსხვერპლი - Palitra News

ქუთაისის ავტობანზე, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა - არის მსხვერპლი

2026-08-05 12:36:20+04:00

ქუთაისის ავტობანზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.