ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მცველების შესარჩევად 401 ვაკანსიას აცხადებს. კონკურსი სატყეო რეფორმის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და კონტროლის გაუმჯობესებაა. რეფორმის მიხედვით, 1,7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო და თითოეული მათგანი კონკრეტულ ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა. სააგენტოს სისტემას მთლიანობაში 499 ახალი თანამშრომელი შეემატება, მათგან 401 ტყის მცველი იქნება. კანდიდატებმა პირადი მონაცემები სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე უნდა გაგზავნონ. განაცხადის შეტანა შეუძლია სრულწლოვან პირს, რომელსაც სრული ზოგადი განათლება აქვს.