აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის გამართული მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს. დონალდ ტრამპის თქმით, მხარეებმა მთელი დღის განმავლობაში აქტიური კონსულტაციები გამართეს და ჰორმუზის სრუტე შესაძლოა უახლოეს პერიოდში გაიხსნას. ამასთან, მან ირანი გააფრთხილა, რომ შეთანხმებიდან უკან დახევის შემთხვევაში მძიმე შედეგებს მიიღებს. Axios-ის ინფორმაციით, აშშ და ირანი, ომანის შუამავლობით, სრუტის გახსნაზე დროებით შეთანხმებას უახლოვდებიან. თუმცა ირანული სახელმწიფო მედია იუწყება, რომ შეთანხმების მიღწევა გადაიდება, სანამ, თეირანის შეფასებით, შეერთებული შტატები მუქარის პოლიტიკას გააგრძელებს.