ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის საქმეზე ორი პირი დააკავა - რას ედავება სუსი ბრლადებულებს - Palitra News

ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის საქმეზე ორი პირი დააკავა - რას ედავება სუსი ბრლადებულებს

2026-08-05 12:44:15+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის საქმეზე ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მათ წინასწარი შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან თანხის მოტყუებით დაუფლება სცადეს. საქმეზე დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს „საფეხბურთო კლუბ - გარდაბნის“ მწვრთნელმა, საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის მიღებაში დახმარების საბაბით, ნიგერიის მოქალაქე კლუბში ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს. სანაცვლოდ მათ მისგან 3 000 ამერიკული დოლარი აიღეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.