დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობას ჩაატარებს, რომელზეც ორგანიზაციული რეფორმების ახალ პაკეტს წარადგენენ. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც წევრები საწევრო შენატანებს გადაიხდიან და პარტიულ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევენ, ხოლო მის ნაცვლად, 6 თვით გარდამავალი საბჭო დაკომპლექტდება, რომელიც პარტიას სათავეში ჩაუდგება. უცნობია, დაესწრება თუ არა ყრილობას პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა. მიმდინარე პროცესებს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც აქტიურად განიხილავენ.