ირაკლი კირცხალია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - აგენტურას ჩვენს ქვეყანაში პერსპექტივა ვერ ექნება, ეს ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადა - Palitra News

ირაკლი კირცხალია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - აგენტურას ჩვენს ქვეყანაში პერსპექტივა ვერ ექნება, ეს ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადა

2026-08-05 14:10:31+04:00

გავიხსენებ, ბრწყინვალე ნანას და ქალბატონ თინას ჭიდილს მიხეილ სააკაშვილის კარზე, თუ ვინ გახდება განულებული პარტიის ე.წ. თავმჯდომარე. ალბათ, დავალებაც არ აქვთ მკაფიო მოსული, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, მიშვებული არიან ალბათ, რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე, თავიანთ ნებაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც კირცხალია აღნიშნავს, [ნაციონალურ მოძრაობაში] „შიგნით ვერ დაურწმუნებიათ ერთმანეთი და შიგნით ვერ ჩამოყალიბებულან, თუ ვინ უნდა იყოს მმართველ პოზიციაზე ან პარტიულმა ოფისებმა როგორ უნდა იმუშაონ“.

„აგენტურას ჩვენს ქვეყანაში პერსპექტივა ვერ ექნება, ეს ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადა და ძალიან მყარად გადაწყვიტა ეს ყველაფერი. ასე, რომ აგენტურაში რა შიდა დინებები იქნება და რომელ სერიალს თუ, სეზონს შემოგვთავაზებენ საზოგადოებას, ღიმილის მომგვრელიც არაა, ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ამ ქალბატონების ჭიდილი. გავიხსენებ, ბრწყინვალე ნანას და ქალბატონ თინას ჭიდილს მიხეილ სააკაშვილის კარზე, თუ ვინ გახდება განულებული პარტიის ე.წ. თავმჯდომარე. ისედაც რა დარჩათ? ბოლო საპარლამენტო ჩვენების შემდეგ და ასევე, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მართლაც ისტორიული ფაქტი მოხდა, ჩვენი უახლოესი საქართველოს და ალბათ, დამოუკიდებლობის ისტორიაში, როცა მმართველმა გუნდმა ერთი წლის თავზე ადგილობრივ არჩევნებში იმ ზეწოლისა და იმ თავდასხმების ფონზე, რასაც ჩვენს ქვეყანაზე ვხედავდით, გაიმეორა ის შედეგი, რაც საპარლამენტო არჩევნებზე იყო. მათ თავიანთი თავი თანაპატრონებთან ერთად ღიად დაასრულეს 2024 წლის არჩევნებზე, როცა ამ დიდ სიცრუის კორიანტელში, რაღაც დოზით, რაღაც ჯგუფი საზოგადოების შეცდომაში შეიყვანეს, მოიპოვეს თუ არ ვცდები, 60 მანდატი, მათ პარტიებად არ ვყოფ, ისინი ერთი დედაპარტიის შვილები არიან ყველანი და შემდეგ როგორ მოექცნენ იმ მოტყუებით აღებულ მანდატებს. მათ შიგნით ვერ დაურწმუნებიათ ერთმანეთი თუნდაც, ამ განულებულ და გათითოკაცებულ პარტაქტივში, რაც დარჩა, იქ ვერ ჩამოყალიბებულან ვინ უნდა იყოს მმართველ პოზიციაზე, ან პარტიულმა ოფისებმა როგორ უნდა იმუშაონ რეგიონში, თუ ქალაქში, ისინი როგორ ფიქრობენ, რომ დაარწმუნონ ჩვენი საზოგადოება?.. ძალიან კარგია, რომ აგენტურა ასე დაიბნა და ასე აირია. ალბათ, დავალებაც არ აქვთ მკაფიო მოსული, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, მიშვებული არიან ალბათ, რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე, თავიანთ ნებაზე, რომ კიდევ ერთხელ თავიანთ პატრონებსაც დაანახონ, თუ რა შეუძლიათ დამოუკიდებლად გააკეთონ.

ისინი არ არიან ოპოზიცია, ვერ დაგეთანხმებით, რომ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც სხვადასხვა პარტია, სხვადასხვა ფასეულობის, თუ იდეოლოგიის, ჯერ მხოლოდ სახეებს გადახედეთ, პოლიტიკურ სახეებს, თუნდაც, არაპოლიტიკურ სახეებს და სხვადასხვა სფეროდან გაწევრიანებულ წევრებს სხვადასხვა ფერში და სხვადასხვა ნომერში, ისინი ხომ ერთი ჯგუფი არიან, ეს დაყოფაც და რებრენდინგიც, უსუსური მცდელობაა, რომელიც რაღაც დონეზე გამოუვიდათ ძალიან სერიოზული საერთაშორისო ბინძური ჩარევის ფონზე. ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ოპოზიციაში, ისინი არიან ფორმალურად თავისი ქვეყნის ოპოზიციაში. შესაბამისად, ნული რა ფერადაც არ უნდა გადავღებოთ - წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, თუ იასამნისფერი, მნიშვნელობა არ აქვს, ნული არის ნული“, - განაცხადა კირცხალიამ.