გია ვოლსკი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს - Palitra News

გია ვოლსკი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს

2026-08-05 14:26:01+04:00

როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობდა, კრიტიკული, სტრატეგიული ობიექტების გადაცემა არ შეიძლება არც რუსეთისთვის და არც ნებისმიერი სხვისთვის, თუ მართვაში საქართველოს მხარე სრულფასოვან მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ მთელი პროპაგანდისტული აპარატი ამბობდა, რომ ფულს სუნი არ აქვს - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კითხვას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის 21-ე სასანქციო პაკეტის ფარგლებში, „თელასისა“ და „თელმიკოს“ შესაძლო დასანქცირებას ეხება.

ვოლსკის თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას.

„მიმდინარეობს უცხოელ პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები, ექსპერტების შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურებში. ჯერჯერობით მეტს ვერ ვიტყვი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.