ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა პარტიის ყრილობას ესწრება. ბოკუჩავა „Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ში ზუსტად 15:00 საათზე მივიდა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მას „მოსვლისთვის რამდენიმე მიზეზი“ ჰქონდა.
„სამი მიზეზით ვარ აქ - უპირველესად მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც დელეგატები არიან ყრილობაზე, იმ ნდობისთვის, რომელიც მათ მომანიჭეს 2 წლის წინ, რათა 2 წელი მემსახურა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს.
მეორე: თუ აქამდე ვინმემ ვერ გაიგო, ახლა გაიგონ, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირი თანამდებობას არ ჰქონია მნიშვნელობა. მთავარია ბრძოლა, ღირსება, სიმართლე და გამარჯვება, რომელიც უნდა მოვიპოვოთ.
მესამე მიზეზია ის, რომ მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას რომ მმართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.