ევროკავშირმა 3 აგვისტოს არაგეგმური მოგების სახით  მილიარდ ოთხასი მილიონი  ევრო მიიღო - Palitra News

ევროკავშირმა 3 აგვისტოს არაგეგმური მოგების სახით  მილიარდ ოთხასი მილიონი  ევრო მიიღო

2026-08-05 15:47:27+04:00

ევროკავშირმა 3 აგვისტოს არაგეგმური მოგების სახით მილიარდ ოთხასი მილიონი ევრო მიიღო, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ფულად ნაშთებზე დარიცხული პროცენტებიდან წარმოიშვა. ევროკომისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, აღნიშნული თანხის მიღება ამგვარი სახის უკვე მეხუთე ტრანსფერს წარმოადგენს. მას წინ უძღოდა მეოთხე ტრანში, რომელიც 2026 წლის მარტში გადაირიცხა. მიმდინარე გადარიცხვა 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში დაგროვილ შემოსავალს მოიცავს. რუსეთის აქტივების გაყინვის შემდეგ მათგან მიღებულმა არაგეგმურმა მოგებამ ჯამში 8 მილიარდი ევრო შეადგინა.