პენტაგონი ამზადებს აშშ-ის ახალ ბირთვულ სტრატეგიას ჩინეთთან ან რუსეთთან რეგიონული ომის შემთხვევისთვის - Palitra News

პენტაგონი ამზადებს აშშ-ის ახალ ბირთვულ სტრატეგიას ჩინეთთან ან რუსეთთან რეგიონული ომის შემთხვევისთვის

2026-08-05 15:48:25+04:00

პენტაგონი ამზადებს აშშ-ის ახალ ბირთვულ სტრატეგიას ჩინეთთან ან რუსეთთან რეგიონული ომის შემთხვევისთვის, – ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ წერს. ტელეკომპანიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყება ახალ სამხედრო სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის მთავარი ფოკუსი ჩინეთისა და რუსეთის შეკავება იქნება. გამოცემის ცნობით, საკითხის შესახებ ინფორმირებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით, ახალი სტრატეგია განიხილავს მოკლე რადიუსის ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები ჩინეთთან ან რუსეთთან რეგიონულ კონფლიქტში ჩაერთვება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მზად არის შესაბამისი რეაგირებისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უფრო სერიოზულ საფრთხედ იქცევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის.