საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 713. გრამზე მეტი , 143 817 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ზოდები. დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.