"ნაციონალური მოძრაობა" ყრილობას მართავს - როგორი იქნება პარტიის სტრუქტურა - Palitra News

"ნაციონალური მოძრაობა" ყრილობას მართავს - როგორი იქნება პარტიის სტრუქტურა

2026-08-05 15:51:23+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ XIII ყრილობას მართავს.

პარტიის ინფორმაციით, დღეიდან “ნაციონალური მოძრაობა” ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის. კერძოდ, დღევანდელ ყრილობაზე პარტიის დროებით მმართველ საბჭოს აირჩევენ, ხოლო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, პირდაპირი გზით, 6 თვის შემდეგ ჩატარდება. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე სიახლეც იქნება ისიც, რომ პარტიის წევრები საწევროს გადაიხდიან და პარტიას შემოწირულობის სახით დაეხმარებიან.

ამასთან, მუშაობას დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმების საბჭო, რომლის თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი - ნანუკა ჟორჟოლიანი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ბოკუჩავა არ ესწრებოდა, თუმცა ბოკუჩავა დღეს, ყრილობაზე მივიდა.