მიხეილ სააკაშვილი - ბრწყინვალედ ჩატარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა - ვამაყობ ჩვენი თანამებრძოლებით და ვემზადებით დიდი ბრძოლებისთვის - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - ბრწყინვალედ ჩატარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა - ვამაყობ ჩვენი თანამებრძოლებით და ვემზადებით დიდი ბრძოლებისთვის

2026-08-05 17:48:01+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ეხმაურება, მადლობას უხდის პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას ბოლო ორწლიანი მუშაობისთვის და პარტიის სამომავლო ბრძოლებში მთავარ აქცენტს ახალგაზრდებსა და რეფორმატორთა საბჭოზე აკეთებს.

მესამე პრეზიდენტი თანაგუნდელებს მაღალ ინტელექტუალურ დონესა და გაბედულებას უწონებს, მმართველ გუნდს კი აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარტია დიდი ბრძოლებისთვის ემზადება.

„ბრწყინვალედ ჩატარდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა. უმაგრესმა ხალხმა მოიყარა თავი, ჩვენ გვყავს ლამაზი, გონიერი და გაბედული წევრები. აბა, შეადარეთ ჩვენების ინტელექტი და საერთო დონე, ივანიშვილის მონების ჰაბიტუსს და აზროვნების დონეს.

თინამაც ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა, მას მადლობა ბოლო ორი წლის მუშაობისთვის.

ახლა ჯერი არის ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს გამოცდილ მებრძოლებზე, ნანუკაზე [ჟორჟოლიანი] და რეფორმატორთა საბჭოზე. ვამაყობ ჩვენი თანამებრძოლებით და ვემზადებით დიდი ბრძოლებისთვის.

ძალა ერთობაშია!“, - წერს სააკაშვილი.