„ქართული ოცნების“ რეჟიმი ოკუპაციაზე არის ჩუმად , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ომის კვირის წინა პერიოდში, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ფაშისტური და იმპერიალისტური როლი სულ უფრო შეასუსტოს და მსუბუქად წარმოგვიჩინოს.
„ქართული ოცნების“ რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, მიზნებს და ამოცანებს და ღალატობს ქართველი ხალხის ეროვნულ მიზნებს. ნაცვლად იმისა, რომ რეჟიმი აქტიურად ლობირებდეს იმ მძიმე საკითხებს, რაც არის დეოკუპაციის საკითხი, არაღიარების პოლიტიკის გამტკიცება, საოკუპაციო ხაზზე ადამიანებს ეხმარებოდეს, რუსეთის ფაშისტურ ფედერაციის აგრესიაზე საუბრობდეს, ეს არის რეჟიმი, რომელიც ოკუპაციაზე არის ჩუმად, რომლის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტიც არ ახსენებს რუსეთს, როგორც აგრესორს, ღიად არ ლობირებს ოკუპაციის საკითხს, პირიქით, ყოველ აგვისტოს, ომის კვირის წინა პერიოდში, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ფაშისტური და იმპერიალისტური როლი სულ უფრო შეასუსტოს და მსუბუქად წარმოგვიჩინოს. ეს არის დასტური იმისა, რომ რეჟიმი არის საკუთარი ერის და მისი სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მომართული. ეს არის რეჟიმი, რომლის არსებობაში ყველა დღე არის ანტიქართული დღე“,- განაცხადა გეგელიამ.