ადვოკატის ინფორმაციით, თბილისში უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს - Palitra News

ადვოკატის ინფორმაციით, თბილისში უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს

2026-08-05 19:25:51+04:00

თბილისში უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს.

როგორც მისმა ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რობერტ მეზეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

მანამდე ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატმა მარიკა არევაძემ დაწერა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში ლეგალურად იმყოფება.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.