შსს-ში აცხადებენ, რომ უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზესი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები - Palitra News

შსს-ში აცხადებენ, რომ უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზესი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები

2026-08-05 20:02:14+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზესი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს მისი დაკავების პროცედურები.

„აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე", - აცხადებენ შსს-ში.