საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო თბილისის მეტროსა და „საქართველოს რკინიგზის“ მუშაობა შეფერხდა.
საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ამ დროისთვის თბილისის მეტროს არ მუშაობს.
მოქალაქეების ინფორმაციით, გაჩერებულია საქართველოს რკინიგზა.
ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გათიშვის ოფიციალური მიზეზი უცნობია.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მესამე შემთხვევაა. ელექტროენერგია 24 ივლისს, 00:10 საათზე, გაითიშა. ასევე, ელექტროენერგია გაითიშა 25 ივლისს დაახლოებით, დილის 08:00 საათისთვის. 24 ივლისს სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. სემეკი თავის განცხადებაში განმარტავდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.