„თელასისა“ და „თელმიკოს“ შესაძლო სანქცირებას პოლიტიკურ შეფასებები მოჰყვა - Palitra News

„თელასისა“ და „თელმიკოს“ შესაძლო სანქცირებას პოლიტიკურ შეფასებები მოჰყვა

2026-08-05 20:54:15+04:00

გავრცელებულ ცნობებს, რომ შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის პირობებში, შეზღუდვები „თელასსა“ და „თელმიკოზე“ გავრცელდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თუ საქართველოს საფინანსო და ელექტრო სისტემები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დაეკისრება. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას.