რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მიმდებარე ქუჩებზე პარკირებით სარგებლობა უფასოა, მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები კი გადასახადებისგან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ცდილობენ, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.