უკრაინული მედიის ცნობით, ანტიკორუფციულმა ორგანოებმა აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს, ოლგა სტეფანიშინას ბრალი წარუდგინეს. უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ყოფილი ელჩისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მოსმენა დახურულ რეჟიმში დაიწყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრალდება უკანონო გამდიდრებას უკავშირდება. საქმე ეხება იუსტიციის სამინისტროში ყოფილი მინისტრის, ელენა ლუკაშის დროს მის მუშაობას. გამოძიების თანახმად, საქმე სახელმწიფო სახსრების მითვისებას უკავშირდება. აღნიშნულ საქმეზე პროცესი კვლავ მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან 3 აგვისტოს გაათავისუფლა. თავად სტეფანიშინა აცხადებდა, რომ ელჩის თანამდებობიდან წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.