მარტის შემდეგ ირანში სიკვდილით, სულ მცირე, 56 ადამიანი დასაჯეს - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა. ვოლკერ თურქის ცნობით, ირანში 27 ადამიანი მიმდინარე წლის დასაწყისში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დასაჯეს. თურქმა აღნიშნა, რომ ირანი სიკვდილით დასჯას მოსახლეობაში შიშის დათესვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იყენებს. მისი თქმით, ირანში სიკვდილით დასჯა კიდევ 100 ადამიანს ემუქრება.