„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარეს ექვს თვეში პირდაპირი წესით აირჩევს - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარეს ექვს თვეში პირდაპირი წესით აირჩევს

2026-08-05 21:01:30+04:00

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყრილობაზე მმართველი საბჭოს ახალი ხელმძღვანელი აირჩია. ამ თანამდებობას ირაკლი ფავლენიშვილი დაიკავებს. პარტიის წარმომადგენლებმა შიდა პროცესებზე, სამომავლო საქმიანობასა და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებაზე ისაუბრეს. გუნდის ინფორმაციით, დღეიდან “ნაციონალური მოძრაობა” ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის. როგორც ცნობილი ხდება, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, პირდაპირი გზით, 6 თვის შემდეგ ჩატარდება. მუშაობას დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმების საბჭო, რომლის თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი - ნანუკა ჟორჟოლიანი.