რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგთან ახლოს ერთ-ერთი სახეობის რუსული დრონების მწარმოებელი კომპანიის გენერალური დირექტორის, ვლადიმირ ტკაჩუკის ავტომობილი ააფეთქეს. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. გავრცელებული ცნობებით, ტკაჩუკი აფეთქების შედეგად დაშავდა და მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება. უცხოური წყაროები იუწყებიან, რომ ავტომობილი მასში წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად აფეთქდა. შემთხვევა ეკატერინბურგთან მდებარე სოფელ დიდი ისტოკში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.