14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ვახო სანაია ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეხვდა - Palitra News

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ვახო სანაია ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეხვდა

2026-08-05 21:12:01+04:00

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და ახლობლები ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ. ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვისშინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.