განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მოსწავლეს სავალდებულო სასკოლოფორმას არ ჩააცმევს, სკოლას შეეძლება იმოქმედოს შინაგანაწესით გათვალისწინებული მექანიზმების ფარგლებში. მინისტრის განმარტებით, მშობლები ბავშვის სკოლაში შეყვანისას ხელს აწერენ სკოლის შინაგანაწესს, რომლის დაცვაც მათთვის სავალდებულოა.
2026 წლიდან საჯარო სკოლებში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. ხელისუფლების განმარტებით, რეფორმა ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას. რეფორმისადმი კრიტიკულია ოპოზიცია.