„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია - Palitra News

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია

2026-08-05 22:08:31+04:00

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება.

ამავე ცნობით, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, "ენგურჰესზე" მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.

"ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება", - წერია განცხადებაში.